საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ქართველ პოლიტიკოსს, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, მარინ ლეპენს ერთმანეთს ადარებს:
“უამრავ საკითხში არ ვეთანხმები მაკრონს, მაგრამ ეს ქალი ისეთივე საშიშია საფრანგეთისთვის, როგორც საქართველოსთვის ირმა ინაშვილი.
ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მეგობრები ამჯერადაც ევროპის მხარეს დადგებით და უარს ეტყვით ცივილიზაციის რყევას”, – წერს სულაშვილი.