„მიმინოს“ ფრენა სიზმარსა და ცხადში

დიახროგორც ვასიკო კეჟერაძე იყო დაბადებული დიდი ლიტერატურისათვის და იძულებით ფოტოატელიეში მუშაობდა (მაინც გავიხსენოთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „კაცირომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“), ისე ბუბა კიკაბიძე არტისტული ფრენისთვის იყო დაბადებულივითარცა ვალიკო მიზანდარი 

მან შეძლო შთამბეჭდავი არტისტული კარიერის განმავლობაში ურიცხვი თაყვანისმცემლებითა და ლარისა ივანოვნებით მოოჭვილი საბჭოთა ქალაქები უიარაღოდ დაეპყროხოლო თავის დროზე მოსკოვში გახსნილ რესტორან „მიმინოში“ ემასპინძლა ყველასათვის – როსტრიპოვიჩკობზონებით  დაწყებულიელვარე ქურდული სამყაროთი დამთავრებულიალბათ იმიტომრომ ის ყველას თავისებურად უყვარდა და მასთან ურთიერთობა ბევრს სურდა სხვადასხვა მიზეზის გამოეს კი ძალიან თავისებური და იშვიათი ტალანტია!

ბოლომდე წლებამდე გაუხუნარი სცენური ქარიზმალირიკული თუ ძველბიჭურძველთბილისური იმიჯიკომედიანტისა და არტისტის თანდაყოლილი ნიჭიკინემატოგრაფიულ ვნებაში ამოვლებული ხიბლიყველაფერში ეხმარებოდა და ყველგან იგრძნობოდათუმცა რატომღაცმაინც ვალიკო მიზანდარი და „მიმინო“ იქცა ვახტანგ კიკაბიძის სიმბოლოდ. 

არადაარსებობდნენ გია (ნიკოლოზ სანიშვილის „შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი (გიორგი დანელიას „არ იდარდო“), მედროგე პავლე (გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“), კინტო (ქართულსომხური ფილმი „ხათაბალა“), დაუვიწყარი ჰერცოგი (გიორგი დანელიას „ჰელკბერი ფინის თავგადასავალის“ ეკრანიზაცია), ან თუნდაც, 80-იან წლებში განსახიერებული თეთრკოსტიუმიანიარტისტულპაროდიული ჯონ გლები – ამერიკის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ( საბჭოთა ტელევიზიით ნაჩვენები შპიონურ სერიალში “TACC უფლებამოსილია განაცხადოს“, რეჟისორი ვლადიმირ ფოკინი). მთლიანადვახტანგ კიკაბიძის არტისტული კარიერა ორმოცამდე რადიკალურად განსხვავებულ კინოროლს მოიცავს.

კინემატოგრაფიული იპოსტასის მიღმა არსებობდა ესტრადა – კვარტეტი
დიელო“, სადაც პირველად გამოჩნდა და შემდეგ სახელოვანი „ორერა“, რომელმაც მას აღიარება და დიდება მოუტანა ნანი ბრეგვაძესთან ერთად.

70-80-იან წლებში ტელეეკრანებზე ახალი იმიჯით გამოჩნდა – ჭაღარა და წვერმოშვებული ბუბა კიკაბიძე ლამის ყველაზე პოპულარული საბჭოთა  საესტრადო მომღერალ კაცად იქცა, ალექსანდრ ეკიმიანის სიმღერებითგანსაკუთრებით კი პოპულარული იყო ვიდეოკლიპი და სიმღერა МОИ ГОДА.

90-იან წლებში საბჭოეთის ნგრევამ და პოლიტიკურმა ცვლილებებმა საქართველოშივახტანგ კიკაბიძეს ცხოვრებასა თუ არტისტულ კარიერაში დიდი გამოცდები მოუწყოროგორც ახლა ამბობენ, „უნებურად აღმოჩნდა ისტორიის ცუდ მხარეს“. მაგრამ რა ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მისი აქტიური გამოსვლები და „მხედრიონის“ ჟამს მისი კავშირი ჭრელ და იარაღიან ხალხთანაშკარადრამატულიან გაუაზრებელი შეცდომა იყო.

ცხადიაბუბა კიკაბიძე ამ „შეცდომასთან“ მარტო არ მისულაქართული ინტელიგენციისა და მოაზროვნეების უდიდესმა ნაწილმა 1991 წლის დეკემბერში საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ეგზისტენციალურ მომენტში მოქალაქეობრივი პოზიცია დაივიწყა. შემდეგში, ვინ რა გზას დაადგა, ვის ბანაკში აღმოჩნდა, სად გაიქცამოინანია თუ გამოსწორდა, ისტორიული გადასახედიდან არსებითი მნიშვნელობა აღარა აქვსრადგან ის შეცდომები თავისი პოლიტიკური გავლენებით და ფსიქოლოგიით დღემდე საბედისწეროდ მოგვყვება 

თუმცა, პარტიული დაყოფითა და განსხვავებებით ქვეყნის წინაშე ჩადენილი გაუაზრებელი და საბედისწერო შეცდომების გამო დღეს მხოლოდ ბუბა კიკაბიძის გახსენებაც არასწორიარადგან დაახლოებით იგივე ითქმის სხვა ხელოვანების მიმართრომელთა გვარსახელებს აქ აღარ ჩამოვთვლით.

ისტორიის დინამიკა ამავე დროსარ გულისხმობს შეფასებების კატეგორიულობასდადგენილ აჩემებასან ერთხელ და სამუდამოდ ჩაბეჭდილი შეხედულებებით ცხოვრებას (ფსიქოლოგიაში ამ მოვლენას რიგიდულობა ეწოდება). ბუბა კიკაბიძის პოლიტიკური ნაბიჯი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  – როცა მან უარი თქვა რუსეთში არამხოლოდ საკონცერტო ტურებზეარამედ უბრალოდსტუმრად მოსკოვში ჩასვლაზეც კი (და მართლაცის სიცოცხლის ბოლომდე არ ჩასულა რუსეთში!) ყველაზე ზუსტი და მკაფიო მოქალაქეობრივი განაცხადი იყორამაც წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მისცა და რითაც ერთგვარიარტისტულპოლიტიკური ინდულგენციაც შეიძინა, 

2020 წელს ის ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი გახდარაც ერთგვარი პასუხიც აღმოჩნდა ოპონენტებისთვის წარსულის ცოდვების მუდმივ შეხსენებაზე – „მოი გოდამოიო ბაგატსტვა“ („ჩემი წლებიჩემი სიმდიდრეა“). ამ სიმდიდრითწინააღმდეგობებითარტისტულობის მარადიული შეგრძნებებით ვემშვიდობებით თბილისელ არტისტსბუბა კიკაბიძესრომლის ფრენა ცხადში 84 წლის ასაკში დასრულდაუფრო ზუსტადმიმინოსრომლის ფრენა მარადისობაში სწორედ ახლა იწყება.

წყარო – რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share