პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს და ამას რუსეთი პატივს სცემს.
„როცა შენი ქვეყნის მტერი, ოკუპანტი გაქებს, პოლიტიკას გიწონებს, ე.ი. შენც მტერი ხარ. 2•2=4.
შეგახსენებთ, ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას (მისი 9-იანის პირით), რომ ნატო და ევროკავშირი იდეაფიქსი არ არის, არსებობს სხვა არჩევანიც”,- წერს მეზვრიშვილი.