“მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე 20 ოქტომბერს, გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ბევრნი ვართ და არ დავიღლებით”, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე საუბრობს.
ოპოზიციის წევრი ასევე მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და მას რეფერენდუმს უწოდებს. სანიკიძის თქმით, ქართველმხა ხალხმა მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ ირჩევენ ევროკავშირს და არასდროს მოუხდიან ბოდიშს სეპარატისტებს.
26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება ისტორიული არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომლითაც მთელი მსოფლიო გაიგებს, რა არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს, ჩვენ არასდროს არ მოვუხდით მტერს ბოდიშს, არ მოვუხდით ბოდიშს სეპარატისტებს და გავაგრძელებთ ამაყად თავაწეულ საქართველოში ცხოვრებას. მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, რომ ჩვენ არ დავიღლებით და რომ სულ რაღაც 6 დღეში ვიზეიმებთ ამ ქვეყნის ახალ თავისუფლებისა დამოუკიდებლობის დღეს, – თქვა ლევან სანიკიძემ.