რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ – 42.25% აიღო, ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ სტოიანოგლომ – 25.98%.
შედეგების მიხედვით, 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.
მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ რეფერენდუმის შედეგებს X-ზე განცხადებით გამოეხმაურა.
“მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა: ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში – და ჩვენ გავიმარჯვეთ.
თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის”, – წერს მაია სანდუ X-ზე.