მოლდოვას რეფერენდუმში პროევროპულმა პოზიციამ მოიგო – საპრეზიდენტო არჩევნებში II ტური იქნება

მოლდოვის რეფერენდუმში პროევროპულმა პოზიციამ გაიმარჯვა. რეფერენდუმზე ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად 50.46% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში გამყარებას, 49.54% კი წინააღმდეგია.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ – 42.25% აიღო, ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ სტოიანოგლომ  – 25.98%.

შედეგების მიხედვით, 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ რეფერენდუმის შედეგებს X-ზე განცხადებით გამოეხმაურა.

“მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა: ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში – და ჩვენ გავიმარჯვეთ.

თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის”, – წერს მაია სანდუ X-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share