“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა”, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი [ISW] X-ზე წერს.
“კრემლი სავარაუდოდ შეეცდება გამოიყენოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, მზარდი პრორუსული ნარატივები, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ძალადობას პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, იქნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. ის ასევე წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა”, – წერს ორგანიზაცია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი განცხადებას თან ურთავს საქართველოს რუკას, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია გაფერადებული.