კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ფეოდლიზმი დასრულდება და ფასეულობები დაბრუნდება.
როგორც დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის ვისაც გამდიდრება მოუნდება, ამას მხოლოდ კერძო სექტორში შეძლებს, რადგან საჯარო სექტორი არაა ადგილი, სადაც ფულის შოვნა უნდა ხდებოდეს.
”ამ ხელისუფლებამ ფეოდალიზმში დაგვაბრუნა, ჩვენ, პოლიტიკოსებმა ფასეულობები უნდა დავაბრუნოთ და უნდა დავნერგოთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი – გინდა გამდიდრდე? კერძო სექტორში. საჯარო სექტორი არ არის ადგილი, სადაც შენ ფულს იშოვი. ჩვენ მათ ამისთვის ყველა პირობას შევუქმნით.
ჩვენ დავწერთ კანონებს, რომელიც შექმნის თანამედორვე, სწრაფ და დამოუკდიებელ სასამართლოს, კანონის წინაშე ყველა იქნება თანასწორი. მივიღებთ დაუსაბუთებელი კანონის შესახებ კანონმდებლობას. ის ვინც ფულს მოიპარავს და გამდიდრდება თანამდებობაზე, კანონით აგებს პასუხს. ეს იქნება დეპოლიტიზირებული პროცესი და ამას გააკეთებს ობიექტური სახელმწიფო თანამდებობის პირი- პროკურორი იქნება ეს თუ მოსამართლე“ – განაცხადა დოლიძემ.