“საქართველოში მიდის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის“ – მაიკ ტერნერი

საქართველოში  მიდის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის – ეს განცხადება ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ ტერნერმა საქართველოს საკითხის განხილვის დროს გააკეთა.

 

ტრენერი “რესპუბლიკული პარტიის” წევრი და წარმომდგენელთა პალატაში  დონალდ ტრამპის გუნდის  წარმომადგენელია.

 

მისი თქმით, ამერიკის პოზიცია ორ პარტიულია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჯინ შაჰინთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოს პრემიერს არაფერი ჰქონდა სათქმელი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია “ოცნებას” უკეთეს ურთიერთობებში წვლილის შესატანად.

როდესაც რეალურ ომს ვუყურებთ, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში, შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინსა და პუტინს შორის მოხდა რუსეთში, როდესაც ისინი ერთად იდგნენ – პრეზიდენტი სი რუსეთში ჩავიდა, როდესაც ეს ომი მიმდინარეობდა, პუტინის გვერდით დადგა და თქვა: “ჩვენ ცვლილება მოგვაქვს, რომელიც ასი წლის განმავლობაში არ მომხდარა” – მათ ორს ერთად. ვიცით ეს ასი წელი რაზეა, ეს ასი წელი პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომია, ეს არის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. და ამაზეა ბრძოლა საქართველოში…

აგვისტოში ვიყავი საქართველოში სენატორ შაჰინთან ერთან, და იქ იმისთვის ვიყავით, რომ გაგვეკეთებინა ორპარტიული, ორპალატიანი ვიზიტი ქვეყანაში, რათა იქ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყოს, მოხდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება; რათა შეგვეხედა მთავრობისთვის, ისინი რას აღიქვამენ თავიანთ პასუხისმგებლობად, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ურთიერთობების აღსადგენად.

და პრემიერ-მინისტრს [ირაკლი კობახიძეს] არაფერი ჰქონდა სათქმელი იმაზე თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთეს ურთიერთობებში წვლილის შესატანად. ამიტომ, ვფიქრობ, იქ ნამდვილად არის საპირისპირო მიმართულების ქარი, რომელიც განსხვავებულია იმისგან თუ რას ხედავს მოსახლეობა. და, კიდევ ერთხელ, ეს გავლენების სფეროზე არაა. ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს. ჩვენს გვსურს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთში და ნატოში გაწევრიანებით. რუსეთისა და ჩინეთის მიზნებია, როგორც ეს ნათელი გახადეს, რომ ხალხი ამ ავტორიტარულ სფეროში იყოს და ეს კურსი ეწინააღმდეგება ხალხის მიერ დამოუკიდებლობის ძიებას, – განაცხადა ტერნერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share