მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ენმ-ის და ვაშაძის გაერთიანებაზე

”როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე – მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება.”-

განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share