„გარდენიას“ მფლობელი, მებაღე, ზურა შევარდნაძე მომღერალ, ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
„არაა ადამიანი ჩვენს ირგვლივ ვინც მასზე გადაბრუნებულ სიტყვას იტყვის, არაა მისით აღტაცებული და აღფრთოვანებული.
უყურებ მას და გიკვირს, როგორ უნდა იცხოვრო ამხელა ცხოვრება ისე, არავინ ნაწყენი არ გყავდეს? ასე ლამაზად, ნიჭიერად, უზადო გემოვნებით, ზომიერად, ქართულად!
ბედნიერებაზე მეტია თქვენთან სიახლოვეს გატარებული ყოველი წუთი.
ქალბატონო ნანი, ჩვენო ძვირფასო მეგობარო, დამრიგებელო, მასწავლებელო, მისაბაძო და საიმედო ადამიანო მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. უსაშველოდ გვიყვარხართ!!!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.