“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თემაზე, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ „დიდი შვიდეულის“ სამიტში:
„მიზეზი ისაა, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი პოზიტიურია. რატომაც არ ვესწრებით „დიდ შვიდეულს“ არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც სწუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი ასევე სწუხან იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის. ეს რეალობაა. ვინც ომშია ჩართული, ან ვინც უშუალოდ ემიჯნება სამხედრო კონფლიქტს – ეს იყო კრიტერიუმი, რაც გერმანიის საელჩომ განმარტა. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას მოჰყვა „ომის პარტიის“ აღშფოთებული განცხადებები. ისინი დაესხნენ თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გერმანიის საელჩოს. ეს არის მათი ხელწერა, ეს არის მათი ბუნება, რაც ძალიან სამწუხაროა“.