იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე “ოცნების” მიერ რესტორანში ზეიმის შესაძლო გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს.
მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან რატი ბრეგაძემ ისაუბრა “გორბის” ეგზიტპოლების შედეგებზეც, სადაც “ოცნება” იგებს და განაცხადა, რომ ეს კვლევა არასოდეს ცდება.
”რა თქმა უნდა, ზეიმი არ არის ნაადრევი და საბოლოო ჯამში, როცა ეგზიტპოლების შედეგები ცხადდებოდა და ამ ეგზიტპოლის შედეგებით, “ქართული ოცნება” იყო გამარჯვებული, ეს ყოველთვის მართლდებოდა. ამ შემთხვევაშიც ეს ასე არის. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს, ისინი ყოველთვის ცხოვრობენ და დღესაც ცხოვრობენ პარალელურ რეალობაში. “ოცნება” რა თქმა უნდა აღიარებს, ცესკოს მიერ დადებულ მონაცემებს და სხვებსაც მოუწოდეს ამის შესახებ. ყველამ უნდა აღიაროს ცესკოს შედეგები.
ბოტანიკოზე ზეიმზე არ ვიცი, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია”, – ამბობს რატი ბრეგაძე.
ტელეკომპანია “კავკასიის” აღმასრულებელი დირექტორის და ჟურნალისტის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, “ოცნებამ” რესტორანში საზეიმო სუფრაზე ჯავშანი გააუქმა.