სოსო ჯაჭვლიანი თეა წულუკიანს უპირისპირდება – „მკლავჭიდის ფედერაციის” ყოფილი პრეზიდენტი კულტურის სამინისტროს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს და დაკისრებული მილიონ ლარამდე ჯარიმას წულუკიანის უწყებას თხოვს.
სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ უპრეცედენტო ჯარიმა მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ წულუკიანის გადაწყვეტილების გამო დააკისრა. ჯაჭვლიანი კულტურის მინისტრს ფედერაციის მიზანმიმართულად ნგრევაში ადანაშაულებს, მის წინააღმდეგ ახლა სამართლებრივ ბრძოლას აანონებს და საქმის არსში გარკვევისკენ პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებს.
დამირეკეს და მითხრეს: ჩვენ ვატარებთ მსოფლიო თასს, რამოდენიმე ქვეყანა შეირიბება და მთელი ნაკრების დაფინანსებას ვღებულობთო, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში გაცხოვრებთო, რა თქმა უნდა, ფულადი ჯილდოებიც იქნებაო.
მინდა, მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უფრო ღრმად გაერკვეს სიტუაციაში – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.