„ყველამ უნდა დავიცვათ ხმები რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი და ეს უნდა გავაკეთოთ დღეს… დიახ ყიდიან საქართველოს…“ – თამრიკო ჭოხონელიძე

„მე ვარ ისე, როგორც უნდა იყოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც თავისი ხმა წაართვეს და პრინციპში შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში შენი დილა განაცხადა.

ემოციურ მიმართვაში მომღერალი ქვეყანაში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა:

წინასწარი შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.
„მე ვარ ისე, როგორც უნდა იყოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც თავისი ხმა წაართვეს და პრინციპში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყველამ იცის რა მოხდა, ყველამ უნდა დავიცვათ ხმები რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი და ეს უნდა გავაკეთოთ დღეს…

არაერთხელ მდგარა ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაცდელის წინაშე, როდესაც მას ყიდდნენ…

დიახ ყიდიან საქართველოს, ყიდიან ქვეყანას რომელსაც 12 წლის მანძილზე ტყუილ დაპირებებში და სიღარიბეში, შეურაცხყოფაში და უიმედობაში აცხოვრებდნენ“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share