გიორგი გახარია აქციას შეუერთდა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსთაველზე მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას შეუერთდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის გვერდით საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დგას.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე რიგითი მოქალაქეების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share