ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტმა და კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა ემიგრანტ ქართველ ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა ოპოზიციას მისცეს რელოკანტები და მოღალატეები უწოდა.
“თუ ხარ ქართველი, ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოს. და თუ არ ხარ საქართველოში და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, რანაირი ქართველი ხარ? შენ რელოკანტი და მოღალატე ხარ”. – წერს Telegram-ში დუგინი.
დუგინი გამოეხმაურა იმ ამბავს, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართულმა ოცნებამ ხმების მხოლოდ 13% მიიღო:
“ჩემი ნება რომ იყოს, მხოლოდ 13% ჩავუთვლიდი ქართულ ოცნებას და სხვა ხმებს საერთოდ არ გავაბათილებდი.
მაგალითისთვის ე.წ. ფილოსოფოსს, რომელიც 2008 წელს თბილისში ტანკებით შესვლას ითხოვდა ე.წ. LGBT კანონი მოჰყავს:
“ხმის მიცემას ცოდნა უნდა. ასევე უნდა იყო იმის ღირსი, რომ ხმა მისცე. მაგალითისთვის ვიღაც რუსეთში (და ახლა უკვე საქართველოშიც) აკრძალული LGBT-ს მხარდამჭერია. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის გადაგვარებული, გარყვნილი და დებილია. არ შეიძლება ასეთ ასოციალურ ადამიანს ანდო ასეთი საპასუხისმგებლო საქმე”.
პოსტის ბოლოს დუგინი წერს, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა ხმა მხოლოდ ქართულს ოცნებას ან მასზე “რამე უკეთესს” უნდა მისცენ:
“თავდაპირველად (ამომრჩეველმა) უნდა გაიაროს ფეისკონტროლი, OSINT(ღია წყაროების დაზვერვა)-ის პროცედურა და მხოლოდ შემდეგ უნდა მისცეს ხმა, ისიც მხოლოდ ქართულ ოცნებას ან რამე უკეთესს, პროქართულსა და საფუძვლიანს”.