პროდასავლური ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, უარს ამბობს მანდატებზე და საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააცნო.
მისი თქმით, ოპოზიცია არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებს, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა.
- „პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.
- მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს.
- მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად.
- მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.
არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია“, – აცხადებს „ერთობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.