საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილის დაკავებას ითხოვს.
მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს “მარიონეტს” უწოდებს და არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას, ან დაჭერას ითხოვს.
”საქართველოს პრეზიდენტ-მარიონეტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ჩვეული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში – თანამდებობიდან გათავისუფლება ან დაჭერაა”, – ამბობს ის.