რატომ შეიძლება რომ მაინც გაიმარჯვოს საქართველომ:
1. მხოლოდ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა ბარიერი, რაც ძალიან აადვილებს კოორდინაციას მათ შორის.
2. ოთხივე პარტია ერთსულოვანია საპარლამენტო ბოიკოტში.
3. თავად მოქმედი მთავრობის პრეზიდენტი მეთაურობს პროტესტს, რასაც მძლავრი საერთაშორისო იურიდიული მნიშვნელობა აქვს.
4. არცერთი ნორმალური სახელმწიფო არ ცნობს
ერთპარტიულ პარლამენტს და საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაში ნორმალურ არსებობას შეძლებს.
რა არის საჭირო გამარჯვებისათვის:
1. ურყევი ბოიკოტი!
შტრაიხბრეკერობის მცდელობასაც კი დაუნდობელი რეაქცია უნდა მოჰყვეს საზოგადოებისაგან.
2. სიმშვიდე, ორგანიზებულობა და მოთმინება. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური პროტესტის ორგანიზება დროს მოითხოვს.
3. დრო მთავრობის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ბოიკოტი, მით უფრო ბევრი პრობლემა შეექმნებათ როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე.
4. საგანგებო პოლიტსაბჭომ რეგულარულად უნდა უზრუნველყოს საზოგადოება ინფორმაციით. სასურველია სპეციალური პრეს-ცენტრის შექმნა, რათა აღიკვეთოს ჭორების და დეზინფორმაციის გავრცელება.
5. შეკრება-მიტინგები უნდა მოხდეს მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში, რათა პროტესტის მუხტი არ დაჩლუნგდეს.
6. ყოველგვარ ურთიერთდაპირისპირებაზე მორატორიუმი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. საქართველო ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია!