ივანიშვილი ვაჭარია- ვაჭარი კი ყოველთვის დამთმობია, უბრალოდ უნდა იყოს შესაბამისი ფასი – მარგველაშვილი

ივანიშვილი არის ვაჭარი. თუ გგონიათ, რომ ის რამის არ დამთმობია – ვაჭარი ყოველთვის დამთმობია, უბრალოდ უნდა იყოს შესაბამისი ფასი“, – ასე უპასუხა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: რაზეა წამსვლელი ივანიშვილი დღეს? 

მარგველაშვილის თქმით, იგივე კითხვა წინა მთვრობების დროსაც ჩნდებოდა, თუმცა მათ დათმეს.

“სააკაშვილის და შევარდნაძისგან განსხვავებით, ივანიშვილი ბევრად რაციონალურია“ – ამბობს მარგველაშვილი.

”შევარდნაძე და სააკაშვილი, განსხვავებით ივანიშვილისგან იყვნენ პოლიტიკოსები, ივანიშვილი კი სტრატეგიული მოაზროვნეა, მაგრამ არის ვაჭარი. თუ გგონიათ, რომ ის რამის არ დამთმობია – ვაჭარი ყოველთვის დამთმობია, უბრალოდ უნდა იყოს შესაბამისი ფასი და ამ ფასის ფორმულირება იმ აქციებით უნდა გავაკეთოთ, რას ჩავატარებთ, ასევე პარტნიორებთან მუშაობით და იმით, რომ მზად ვართ ეს ხელისუფლება გადმოვიბაროთ. 

დღეს თუ რამეზეა ორიენტირებული ივანიშვილის ხელისუფლება- ეს არის ჩვენი გათიშვა, ამიტომ არაფერმა უნდა გაგვთიშოს. გინდაც ერთმანეთი არ მოგვწონდეს, მთავარია, რომ ყველას ჩვენი სამშობლო ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share