ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ვართ ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში. “ფეესბემ“ ჩაგვიტარა სპეც-ოპერაცია“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მარგველაშვილი თქმით, “ან ამ სპეცოპერაციას, როგორც ერი, შევეწინააღმდეგებით ან შემდეგ განვიხილავთ, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. “
”ვითარება ძალიან იმედისმომცემია, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:
პირველი – ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ის, რომ მათ უარი უთხრეს “ქართულ ოცნებას”, გადაირჩიეს ისინი და აირჩიეს ოპოზიცია.
მეორე – ასეთი მხარდაჭერა, დემოკრატიულ წინააღმდეგობას, არ ჰქონია, მაშინაც კი როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა.
მესამე – გვაქვს რეალურად კონსოლიდირებული, ძლიერი მტკიცებულებები ხელში, რომელსაც პოლიტიკურ პროცესში გადავთარგმნით.
ამას არ სჭირდება ერთი აქცია ან ფორმულა, ეს პროცესია. ყველა ეს წარმატება, რაც შენ გაქვს, ამ პროცესის გახსნის წინ, ისე უნდა გაათამაშო, რომ შენთვის მოგებიანი იყოს.
ბუნებრივია, ჩვენ გვყავს პოლიტიკური ლიდერების სრული კონსოლიდაცია, ამ მიზნის ირგვლივ. მეტი წინაპირობა არცერთ ეტაპზე არ გვქონდა, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას, შიგნით ვიყავი. არც 2003-ში არ გვქონდა მეტი წინაპირობა და არც 2012-ში.
დღეს, ჩვენ გვაქვს სრული “კარტბლანში”. ემოციის გარეშე, სერიოზულად, მშვიდად ვართ მოგებულნი, როგორ უნდა წავაგოთ ამ სრულ “კარტბლანშში”, ჩემთვის, წარმოუდგენელია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.