“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ქვეყანა პირველად მოექცა ასეთ იზოლაციაში, როდესაც ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ არჩევნებს.
ხერხეულიძის თქმით, “ლეგიტიმაციის არ მინიჭება სრულიად სხვა რეალობაა და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.“
”ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ მშვიდობით და ღირსებით მივდივარ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, მათი მხრიდან აღიარება არ აქვთ. დღეს საქართველო პირველად მოექცა ასეთ იზოლაციაში, როდესაც ლეგიტიმაციას არ ანიჭენებენ არჩევნებს. ჩვენ ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს, შესაძლოა ბევრი ფაქტი ყოფილა კრიტიკის, მაგრამ ლეგიტიმაციის არ მინიჭება ეს სრულიად სხვა რეალობაა და ამის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. თვისობრივად ეს უკვე სრულიად სხვა მოცმულობაა, რომლისგანაც დისტანცირება არ შეიძლება, პირიქით მჭიდრო თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ გადაცემა “რეაქციაში“.