ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში – კობახიძე

”თავიდან დაუპირისპირდნენ აპარატებს. გამოვიდა ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური. ეს ადამიანები დაცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს, მხეცის ნიშანს, როგორც არის, მათ დაცინოდნენ და საბოლოო ჯამში, ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში, თან ეშმაკი როგორი – ეგზიტპოლებს რომ შევადაროთ მონაცემები, რომ აცდა, edison-ის და მეორე რა იყო, აღარ მახსოვს [გულისხმობს HarrisX-ს]…

ნახეთ, საინტერესო რა არის, ეს ეშმაკი რას აკეთებდა, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში – მარტო ქართულ ოცნებას კი არ უმატებდა ხმებს, მიზანიმართულად ხმებს აკლებდა მარტო ნაცმოძრაობას და ახალს, არ აკლებდა გახარიას და ლელოს და მიზანმიმართულად, ამათთვის გამოკლებული ხმები გადაჰქონდა ამ ეშმაკს, რომელიც ჩიპში იყო ჩაბუდებული, ქართულ ოცნებაზე, ასეთ სიგიჟეს ამტკიცებენ.”

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share