„EPP ქართველი ხალხის გვერდით დგას, ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა არჩევნებზე, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“ – ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს.

“EPP  ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში. მათი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორისაა.

ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო პარტია X-ზე აქვეყნებს.

შედარებით ვრცელი განცხადება გამოქვეყნდა პარტიის ვებგვერდზეც

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ჩამოერთვა ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლება, აირჩიოს მომავალი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.

ძალადობის, ზეწოლის, დაშინების, ხმების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო მანიპულაციების გამოყენებით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანას დემოკრატიული ღირებულებებისგან, კანონის უზენაესობისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივას, რომლისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი. .

ევროპის სახალხო პარტია ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ კანონიერ მოთხოვნაში, რომ სწრაფად დააკმაყოფილონ მათი ლეგიტიმური შეშფოთება არჩევნების სამართლიანობისა და შედეგების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული ყველა სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს თავის ადგილს ევროპის თავისუფალ, დემოკრატიულ ერებს შორის და ვერავინ უნდა წაართვას მათ ევროპული მომავალი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share