სიტყვიერი დაპირისპირებები, თანამშრომელთა ბულინგი, “ტრადიციების დაცვა” და … ყველაფერი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საჩივრების განხილვა, გუშინ, გვიან ღამით დასრულდა.
ასეთი “მარგალიტების” მოყვანა მრავლად შეიძლება და ყველა ამ ფრაზას გაიგონებდით, გუშინ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, როცა დამსწრეები შემოსულ საჩივრებს განიხილავდნენ.
თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ კომისიის ხელმძღვანელობა არც მალავდა, რომ იყო მხარე და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ინტერესების პირდაპირი დამცველი და ამ ფაქტს არათუ ნიღბავდნენ, პირიქით-ადემონსტრირებდნენ კიდეც.
ზემომოყვანილი გამონათქვამების შინაარსიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ, კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ერთ ერთი საჩივრის განხილვისას, რომელიც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ქონდა წარმოდგენილი და ამ ორგანიზაციის სახელით თამაზ ტრაპაიძე საუბრობდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, შეურაცხყოფა, სრულიად მთელ დედამიწაზე მოქმედ იურისტებს მიაყენა და ეჭვს ქვეშ დააყენა კაცობრიობისათვის მათი არსებობის მიზანშეწონილობა.
კომიკური იყო მაგალითად ბატონი მათე სკამოკაჩაიშვილის-კომისიის წევრი-საყვედური დავით მჟავანაძისადმი-მოსარჩელე- რომ თითქოს ბატონი მათე “ეკლესიაში ლოცვებში ათენებს და აღამებს და ტრადიციებს გამალებული მისდევს”
არადა მჟავანაძე წლები მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოში, ბატონი მათე კი “აშკარად კომუნისტური პარტიიდან მოდის”.
რაც შეეხება ბულინგს, სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ შეტევა მიიტანა-პირდაპირი გაგებით-კომისიის ოპოზიციიდან დანიშნულ წევრებზე-და რამდენიმე წუთის განმავლობაში. აპელირებდა რა აწ უკვე ყოფილი კომისიის წევრის, ვინმე შიოლაშვილის განცხადებაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ.
”