ქარელის მუნიციპალიტეტის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს. უწყებამ ხელშეკრულება “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტია“ – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად mozaikanews.-მა გაასაჯაროვა.

ქარელის მერიამ სან პეტრილიუმ ჯორჯიასთან 41 088-ლარიანი ხელშეკრულება კონსოლიდირებული შესყიდვის (CON210000492) ფარგლებში გააფორმა.

“შესყიდვის ობიექტია- არაუმეტეს 10 PPM „ევროდიზელის“ მარკის საწვავის გატანა ავტოგასამართი სადგურიდან. საორიენტაციო რაოდენობაა 9 600 ლიტრი”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი და სან პეტროლიუმ ჯორჯიას წარმომადგენელი, თეონა ონიკაძე.

აღსანიშნავია, რომ  2010 წლის მარტიდან საქართველოში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” წარმოადგენს “გალფი”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share