ეკა ბესელია სოცქსელში წერს:
მეგობრებო არ დაიღალოთ , როდესაც საქმე სამშობლოს ეხება
ამ სიყვარულს არც სეზონები აქვს და არც კლიმატური პირობები…
არაფერი არის უფრო დიდი ვიდრე სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვის გენეტიკური კოდია!
ეს ხომ შვილის , მშობლის , ოჯახის სიყვარულის მსგავსია , რომელსაც არა აქვს ლიმიტი და დასასრული
ამიტომ, ვინც არ უნდა გიშლიდეთ ხელს ან ნერვებს , ვინც არ უნდა მოგწონდეთ სცენაზე მდგომი ( მეც არ მომწონს ზოგი..) არ არის ეს უფრო მეტი , უფრო დიდი ვიდრე ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლის ვალდებულება !ერთ ადამიანს – გულანთებულს , თავდადებულს რომ ვხედავ – უკვე ბევრია!ერთ ახალგაზრდას რომ ვხედავ – არსად წასვლის სურვილი რომ არა აქვს და ჩვენს ქვეყანას აქ დარაჯობს- უკვე ბევრია !ერთი მოსამართლე ხომ გამოჩდა სიმართლის მთქმელი? – უკვე გადამდებია !და ერთი სამშობლო გვაქვს და მას ჩვენს გარდა ვერავინ დაიცავს !ამიტომ და კიდევ ბევრი რამის გამოც – არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში , არა გვაქვს ამის უფლება