დღეს, ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ორგანიზაცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის”, რომელიც გახლავთ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წევრი, ოზურგეთის ოფისის აივანზე გადმოფენილი ბანერის გამო დააჯარიმა.
ბანერზე წარწერა “რუსულმა “ოცნებამ” არჩევნები მოიპარა” მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია როგორც “უკანონო რეკლამა” და ორგანიზაცია 1500 ლარით დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების განცხადებით, თუ აღნიშნული ორგანიზაცია “რეკლამას” მათივე სიტყვებით არ ჩამოხსნის, ხვალისთვის ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება და 3000 ლარს შეადგენს, ზეგისთვის 6000 ლარს და ა.შ.
“მოძრაობა თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ რევიშვილი აცხადებს, რომ ეს არის უკანონობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დევნა.