აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს ნებისმიერ ქვეყანაში:
დანიგანმა განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთან დაკავშირებით, ამერიკული სავაჭრო პალატის ორგანიზებულ election breakfast-ზე გააკეთა:
„მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენი კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის — ყველა ეს ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, განაცხადა რობინ დანიგანმა [ნეტგაზეთი].
მისი თქმით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა გრძელვადიანია და გადალახავს პოლიტიკურ ცვლილებებს თუ განწყობებს.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს.