საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.
„მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
1. წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებული პრობლემა დააყენა.
აღნიშნულ თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), ხოლო ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).
რაც შეეხება დეკანოზ ბასილ კვირჩხილაძის საკითხს, წმინდა სინოდმა დაადგინა:
წმინდა სინოდმა მოისმინა შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) გამოსვლა, აღნიშნულ ეპარქიიის მღვდელმოქმედება აკრძალული დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის შესახებ.
და განაჩინა:
დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას.