”ქართულ ოცნებას” ულოცავენ ავტორიტარული ლიდერები, როგორიც არის ვენესუელის და ირანის ხელმძღვანელობა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მოლოცვებს ვაშინგტონიდან. ნამდვილად მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ძალიან სერიოზულად აღიქვას ფაქტი, რომ ის ვერ მიიღებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან, სანამ არ გაითავისებენ სერიოზულად ბრალდებებს არჩევნებთან დაკავშირებით და არ ჩაატარებენ გამოძიებას.
ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო ის, თუ როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა ობიექტურ გამოძიებას. თუ სურთ საერთაშორისო აღიარების მიღება, უნდა ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით. თუ სურთ მიიღონ აღიარება, უნდა მოჰფინონ ნათელი ამ საკითხებს და ეს რაც შეიძლება ეფექტურად გააკეთონ”-
თქვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ გადაცემაში მარტივი ფორმულა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას.