“ოცნება” ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს – გოგოლაძე

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი წევრი, ანი გოგოლაძე “ტვ პირველის” ეთერში ქალების მარშის დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართულ ოცნებას” პროტესტის ეშინია, რის გამოც საკუთარი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიდის.  

ამასთან, ანი გოგოლაძე მმართველი პარტიის პოლიტიკას რუსული სტილის მმართველობას ადარებს და ივანიშვილის გუნდს საქართველოთი ვაჭრობაში ადანაშაულებს.

”ესენი რეჟიმად ქცეული სისტემა არის რეალურად. ავტორიტარიზმი, რომელიც ტოტალიტარიზმში გადადის და შესაბამისად ეშინიათ ყველაფრის, საიდანაც შეიძლება სიმართლის და პროტესტის ხმა მოდიოდეს და წინააღმდეგობის ძალას ხედავდნენ რეალურად.

”ქართულ ოცნებას” პროტესტის ეშინია, ამიტომ აკეთებენ ყველაფერს იმას, რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფალმა, თუ იცავს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს. მათ წაგვართვეს, გაგვქურდეს, ვაჭრობენ ჩვენი სამშობლოთი, ჩვენი მომავლით, ჩვენი შვილების ინტერესით. ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლით. ”ქართული ოცნება” არის ავტორიტარული რეჟიმი, რუსული სტილის მმართველობა, ოლიგარქიული რეჟიმი”,- ამბობს ანი გოგოლაძე.

ქალი აქტივსიტები პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინცინდენტი დღეს დილით, ცესკოს შენობის წინ მოხდა, როცა აქციის მონაწილე ქალები შენობის მიღმა ჩაკეტეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share