“ცესკო ოფიციალურად “ქართული ოცნების” კერძო ბიუროა” – მეტრეველი

დღეს საქართველოს მოქალაქეებს გვითხრეს, რომ საჯარო/სახელმწიფო უწყებები თქვენ უკვე აღარ გეკუთვნითო” – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, დეა მეტრეველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს.

დეა მეტრეველის შეფასებით, სამართალდამცველებმა ქალ დემონსტრანტებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ხმების მიტაცებას მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებდნენ, ზედმეტად იძალადეს.

ცესკო ოფიციალურად “ქართული ოცნების” კერძო ბიუროა” – ამბობს დეა მეტრეველი.

”ახალგაზრდა გოგოების ეშინიათ. მათ თვალებში უნდა გენახათ, როგორი დიდი შიში იკითხებოდა. დღეს, ასეთი მობილიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეებს გვითხრეს, რომ საჯარო/სახელმწიფო უწყებები თქვენ უკვე აღარ გეკუთვნით. ეს არის ოფიციალურად ნოტარიული კერძო ბიურო “ქართული ოცნების” და აქ რიგით საქართველოს მოქალაქეებს არაფერი აღარ ესაქმებათ. დღეს ქალებზე ზედმეტად ძალადობდნენ”, – ამბობს დეა მეტრეველი. 

ქალი აქტივსიტები პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინცინდენტი დღეს დილით, ცესკოს შენობის წინ მოხდა, როცა აქციის მონაწილე ქალები შენობის მიღმა ჩაკეტეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share