ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ირაკლი კობახიძეს ვლადიმირ პუტინის ადარებს.
იუკნევიჩიანე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ “EPP-ს კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება” უწოდა.
“პუტინიც იგივენაირად ფიქრობს და ლაპარაკობს”. – წერს ტვიტერზე ევროპარლამენტარი.
“EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში – საუბარი მაქვს კონკრეტულად ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოზე.
შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში, ანუ კრიმინალური პარტიები რჩებიან ევროპული პარტიის შემადგენლობაში, მანამდე, რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული პრობლემები“. – თქვა 15 ივნისს ირაკლი კობახიძემ.