ბატონის კანოლი

იმისანაი დროი იყო, როცხა ბატონები არსებობდენ, რომე, რამე თუ ან ზედმეტი მარილიანი დუურჩებოდა, ან ნაკლები მარილიანი, იმას ცხრა ლუკმას, ნაცარში დაპილწულს, აჭუმდენ. თუ ვინმე ნაცარში კარქათ არ დუუსვრიდა, იმას ერთი იმდონს კიდომ დუუმატებდა და ისთე აჭუმდა. ნაცარში ამოსვრილი უნდა ეჭამა ბატონის თანდასრებით. ბატონყმობის დროს ამისანაი სამართალი ქონდენ შემოღებული. თუ ვინმე დააშავებდა, იმას როზგს გადუუწყვეტდნენ. – ბიჭო, აპა, როზგიო! – დეიძახებდენ და გაშიშვლებულათ დააწვენდენ პირჩაღმა. მერე მიადგებოდენ და ცემდენ. თუ დამრტყმელს შიეცოდვებოდა და არ დაარტყამდა მაგრათ, მაშვინ იმას ერთი იმდონს კიდომ დუუმატებდენ და ისთეი დაარტყმიდენ.
.
ბატონისას იყო ორმოცი შინაყმა ქალი და კაცი, გოგო და ბიჭი. იმ დროს ერთ შინაყმას ხუნდის მაგიორ დიდი ორფუთიანი ქორთუხი დაადვეს (იმ დროში ხუნდათ ხმარობდენ იმას). მერე ამ უშველებელ ხუნდიან კაცს აწყესიებდა ბატის ჭუჭულეფს დღით და ისთეი ათრევიებდა ამი სისხო ხეს ფეხებით. ღამე ხუნდით წობოდა.
.
ერთ დღეს ამ ხუნდიანმა კაცმა შეხედა, რომ ბალი წიფეა და იყურება წითლათ. ამ კაცმა იფიქრა: ამ დაქანცულ შინაყმეფს რომ დიეძინება, მე გავალ ბალზეო, ბალსაც ვჭამო და ბოლებსაც დავანტროვო. – გევედი, გევიტანეო, – ილაპარაკა, – ვჭამე და მერე ბოლები დავანტრიეო, რაკი ინტერესი იყოვო. მერე ღამით შევედი ქუხნაში და დავწევიო, შევათრიე აი ხუნდი, კაცს არ შუუტყვია, ისთეიო.
.
დილას ადგა ბატონი, შეხედა ბალს. ბოლები დატეხილია და ყრია დაბლა. დარაზმა თელათ მისი შინაყმები და უთხრა: ან მოგვეცი იმის ქნელი, ან თქვენი ნაქნარიაო. თვარ მომცემთ, ყველას უნდა დაგარტყათ როზგიო. სხვა რაფერ უნდა მიეცენ, როცხა დაღალული იწვენ და აფერი იცოდენ. მე, ხუნდიანს, გუნებაში მეცინება. ჩემდა ვინ იფიქრეფს, იმი სისხო ხეი მაქ ფეხებზე მიდობილი. ორ საათს შემდეგ ბატონმა ქითხა: გამუარკვიეთ, დანაშაული ვინ არის, თუ ყვალა გაგროზგოთო? მომეცით, თვარა ყვალას გაგროზგავთ ამინუჩიო. საწყალმა შინაყმებმა ბატონს უთხრეს: შენი ნებაა, რასაც გვიზამ, ჩვენ არ ვიცით, ვინაა დანაშაულიო, ჩვენ გვეძინაო. მაშვინ ბატონმა დარაზმა ყვალაყაი და ბძანა: ერთი ნახევარი გაშიშვლდით და დაწევით, მიორე ნახევარმა დაარტყითო, მერე მიორე ნახევარი დაწევით და პირველმა დაარტყითო. თვერ დაარტყით კარქათო, მაშვინ იმასაც ქი დამარტყმიებთ, რომელცხაია დასარტყმელი, მარა ერთი იმდონი კიდომ მოქხთებაო. მე შინაყმები შემეცოდვა და გამოვტყტი. ძალიან გამროზგეს.
.
მთქმელი – გიორგი იმნაიშვილი სოფ. შუხუთიდან, ჩაწერილია გრიგოლ იმნიაშვილის მიერ.
.
corpora.co
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ხე და შენობის გარეთ
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share