კონტრაქცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ – 20 ივნისს დაგეგმილი პროტესტის პასუხად სალომე ზურაბიშვილი შეკრებას ხვალ აანონსებს და ხალხს ევროპის მოედანზე ეპატიჟება – რა არის ზურაბიშვილის მთავარი მიზანი.
პრეზიდენტს არ სურს მასშტაბური დემონსტრაცია 20 ივნისს შედგეს, ეს მაშინ, როდესაც ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება. 3 წლის წინ, ზუსტად 20 ივნისს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას აპროტესტებდნენ, ძალის გამოყენებით დაარბიეს.
პრეზიდენტის გეგმამ არ გაამართლა, იდეა ზურაბიშვილს ფაქტობრივად არავინ მოუწონა და ყველა თანხმდება რომ მთავარი აქცია 20 ივნისს, 20 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე შედგება.
მანამდე კი ქვეყნის მეთაურმა, როგორც ჩანს, ხალხში გამოსვლა გადაწყვიტა და დღეს სუპერმარკეტში საყიდლებზე გაემართა – სადაც შემთხვევით 20 ივნისს დაზარალებულ აქტივისტს გადაეყარა.
მთავარი არხი