ახალგაზრდები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან შეიკრიბნენ და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტებენ.
“მონობა სიჩუმით იწყება”, “გამჭვირვალე არჩევნები გამჭვირვალე ფურცელს არ ნიშნავს”, “მოპარული არჩევნები, მოპარული მომავალი” – წერია დემონსტრანტების ბანერებზე.