“ცესკო, როგორც “ოცნების” ნოტარიუსი, მიტაცებული არჩევნებისთვის ბეჭდის დარტყმას აპირებს” – სიორიძე

ცესკო, როგორც “ქართული ოცნების” ნოტარიუსი, მიტაცებული არჩევნებისთვის ბეჭდის დარტყმას აპირებს” – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, გიორგი სიორიძე ცესკოს მიერ 16 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომას.

გიორგი სიორიძე ფიქრობს, რომ სხდომის მოულოდნელად ჩანიშვნა მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო.

”არანაირი სიჩქარის საფუძველი არ არსებობდა. შესაძლებელი იყო, რომ წინასწარვე ყოფილიყო ცნობილი სხდომის ჩანიშვნის შესახებ. ეს მოხდა განგებ, განზრახ, რათა მოულოდნელი ყოფილიყო. მიუხედავ იმისა, რომ ჩვენ შეტყობინებაში დღის წესრიგის პროექტი არ არის მოცემული, თუმცა ბუნებრივია, აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ საქმე ეხება შეჯამებას ცესკოში არჩევნების შედეგების. ცესკო, როგორც “ქართული ოცნების” ნოტარიუსი, აპირებს მიტაცებული არჩევნებისთვის ბეჭდის დარტყმას”, – ამბობს გიორგი სიორიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share