„ხალხნო, შეხედეთ საქართველოს, ვამაყობ თქვენით“ – მიხაილ როთი აქციის ფოტოებს აქვეყნებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და სოციალუ ქსელში აქციზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

“ვამაყობ თქვენით“, – წერს როთი და სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს.

ხალხნო, შეხედეთ საქართველოს. სოლიდარობას ვუცხადებ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თბილისში.  თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ღირს. დანებება არ არის გამოსავალი. მადლობა ყველა ერთგულ ევროპელს საქართველოში. ვამაყობ თქვენით“, წერს როთი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share