ნაგომრის ციხე

ნაგომრის ციხე
.
გურიელების რეზიდენცია ნაგომრის ციხე მდინარე სუფსის ნაპირზე იყო აშენებული, ციხეს სამი მხრიდან მდინარე სუფსა აკრავს და ერთადერთი სახმელეთო მისასვლელი სამხრეთიდან აქვს. გალავანი ნაგებია ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე ამ დროისათვის შემორჩენილია ციხის გალავნის ნაშთები.
.
ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით – „ნაგომრის ციხე მთავრის საკუთრება იყო, ერთი ცნობით ააგო (თუ განაახლა?) მე-18 საუკუნის მიწურულში სვიმონ III-ემ. ოთხკუთხედი ფორმისა იყო, რისყის ქვით ნაგები. გალავანში იდგა მთავრის სასახლე და ხის რამდენიმე სახლი. მთავრის საზაფხულო რეზიდენცია იყო, სავარაუდებელია ციხეში ეკელესიის არსებობა.“
საინტერესოა ის, რომ ციხე სამი მხრიდან ესაზღვრება მდინარე სუფსას, ენსგოლმის ცნობით (1817 წელი) მდინარე სუფსაზე პატარა საზღვაო ნავები, რომლებიც წყალში მეტრნახევარზე ისხდნენ და ზღვიდან 16 ვერსტზე შეეძლოთ ასვლა, ხოლო ბრტყელძირია სამდინარო ნავები მდინარე ბახვის წყლის შესართავამდე და ნაგომრამდე ადიოდა. XIX საუკუნის დასასრულს მდინარე სუფსაზე 25-30 ასეთი ბრტყელძირიანი ნავი მოძრაობდა, რომელთა ტვირთმზიდაობა 100-300 ფუთამდე ანუ 1,5-5 ტონამდე ადიოდა.
.
გენრალ მაიორ ჰესსეს 1829 წლის 10 ოქტომბრის #435 პატაკის მიხედვით – 1829 წლის 2 ოქტომბერს რუსებმა დაიკავეს ნაგომარი, რომელიც იმ პერიოდისათვის გურიის ადმინისტრაციული ცენტრი გახლდათ, სადაც იმყოფებოდა დედოფალი სოფიო. 1835 წლის პლატონ ზუბოვის აღწერის მიხედვით გურიაში იყო ორი სამოურავო, ოზურგეთის და ნაგომარის. ნაგომრის სამოურავოში შედიოდა გურიის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის ამ სამოურავოს ნაწილი იყო ქალაქი ფოთიც. მე-19 საუკუნის დასაწყიდიდან ნაგომარი მოიხსენიება, როგორც ქალაქი და სავაჭრო პუნქტი.
.
– Энсгольм Е.И. Краткое обозрение Имеретии, Гурии, Мингрелии и Абхазии – 1817
– Платон Зубов – Картина Кавказского края 1835
– ქველი ჩხატარაიშვილი – გურიის სამთავრო 1959 წელი
– ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share