ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაჭერის უფლებას ხალხი არ მისცემს და მისთვის იბრძოლებენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა.
“ნიკა მელიას დაჭერა ასე მარტივი არ იქნება, გარწმუნებთ. სუფთა ფიზიკურად. მას დაუდგება ხალხი, დაუდგება პარტია, დავუდგებით ჩვენ და, აბა, ვნახოთ, როგორ დაიჭერენ. არ გავატანთ და ვიბრძოლებთ, ბუნებრივია, იმიტომ, რომ უკანონოდ ცდილობენ, აი, ჩემს ხელშია ხელისუფლება და კანონს როგორც მინდა, ისე ვაბურთავებ”, — განაცხადა ბარამიძემ.
12 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.
გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. მელიამ კი გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.