ფრენკ სინატრას და ავა გარდნერის საბედისწერო სიყვარული

მსოფლიოს ორ ლეგენდას მომღერალ ფრენ სინატრას და მსახიობ ავა გარდნერს სიყვარულის განსაკუთრებული ისტორია ჰქონდათ.

ანი ანდრონიკაშვილი:

“ეს იყო სიყვარული სუპერპოპულარული მომღერლისა და ჰოლივუდის ულამაზეს ვარსკვლავს შორის.
ისინი ერთმანეთს პირველად 1950 წელს შეხვდნენ ერთ-ერთი ფილმის პრემიერის დროს. მაშინ ფრენკი უკვე სახელგანთქმული ვარსკვლავი იყო, ისევე როგორც ავა.

ფრენკს მაშინვე მოეწონა ავა, ის მას ყველა სურვილს უსრულებდა, ჩუქნიდა მდირდულ ლამაზ სამკაულებს. მათი სიყვარულის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ფრენკი მაგ პერიოდში ქორწინებაში იყო და სამი შვილი ჰყავდა.

ნენსი სინატრა შეჩვეული იყო ქმრის ამგვარ საქციელს, თუმცა ეს სხვა შემთქვევაა. ნენსის აფიქრებდა ის ფაქტი, რომ ავა ქმარს დააკარგვინებდა და ასეც მოხდა.

ავა დადიოდა ფრენკის კონცერტებსა და გასტროლებზე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ფრენკმა დაწერა სიმღერა რომელსაც დაარქვა “ავა”. როგორც ამბობენ, სიმღერის ჩაწერის შემდეგ ფრენკს ცრემლები მოსდიოდა.

ერთი წელი ისინი ემალებოდნენ ჟურნალისტებს და ცდილობდნენ საზოგადოებისთვის დაემალათ ეს ურთიერთობა, თუმცა საზოგადოებამ ყველფაერი გაიგო. ერთ დღეს ისინი ფრენკის კონცერტიდან მოდიოდნენ ქუჩაში და მათ ჟურნალისტთა ბრბო დაედევნა შეძახილებით: “ქალი რომელიც ოჯახს ანგრევს.”

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოინდომა მათთვის ერთობლივი ფოტო გადაეღო. ამაზე ფრენკი გაბრაზდი და ფოტოგრაფს კამერა დაულეწა. ამ სტერსის შემდეგ ფრენკს ცოტა ხნით ხმა წაერთვა, ავა კი საავადმყოფოში მოხვდა ნერვული სტრესის გამო. თითქოს პრობლემები არ აკლდათ და ახლა ნენსი – ფრენკის მეუღლე იყო განქორწინების საკითხთან დაკავშირებით უარზე.

ამ და სხვა მრავალი სკანდალის გამო, ავამ გადაწყვიტა ეს ურთიერთობა დაესრულებინა და ესპანეთში გამგზავრებულიყო ისე, რომ ფრენკს არაფერი უთხრა. ავამ ახალი რომანი გააბა, რაც უდიდესი დარტყმა იყო ფრენკისთვის. როცა მან ერთ-ერთ გაზეთში აღმოაჩინა ავასა და მისი პარტნიორის სურათი, მეორე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, აბების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო. პირად ცხოვრებაში მარცხმა უდიდესი გავლენა მოახდინდა კარიერულ წინსვლასშიც. ცოტა ხნის შემდეგ ფრენკის მეგობარმა ის ლიფტში იპოვა, სადაც ცდილობდა ვენები გადაეჭრა. ეს საბოლოო მიზეზი იყო იმისა, რომ ავა დაბრუნებულიყო ამერიკაში.

როგორც იქნა ნენსი სინატრა დათანხმდა გაყრის პროცესს და ახლა უკვე ფრენკს შეეძლო ცოლად შეერთო ავა. 1951 წელს შედგა წყვილის ქორწინება თუმცა ეს არ აღმოჩნდა ვარდისფერი ფერებით ცხოვრება, რადგან ავა ძალიან ეჭვიანი მეუღლე აღმოჩნდა, ეჭვიანობდა ფრენკის თაყვანისმცემლებზე და მეგობრებზეც კი.

ავა ოცნებობდა წყნარ და მშვიდ ოჯახზე, თუმცა არც ერთი და არც მეორე მას არ ჰქონდა. მართალია დაორსულდა, თუმცა ბავშვზე პასუხისმგბლობა ვერ იკისრა. მიზეზი ოჯახური სკანდელები იყო.

წყვილის ბედნიერებამ დიდხანს ვერ გასტანა. ავას კვლავ ახალი პარტნიორი ჰყავდა და სააბოლოო ჯამში, 1957 წელს მოხდა მათი განქორწინება. ავა გადავიდა ლონდონში საკუთარ სახლში, სადაც ცდილობდა მშვიდად ეცხოვრა ყველასგან და ყველაფრისაგან მოშორებულად. ფრენკი კი ცდილობდა ძველი სიყვარულის დაბრუნებას და ილუზიებში ცხოვრებას აგრძელებდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ფრენკმა გადაწყვიტა ქორწინება. ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ავას ტელეფონზე დაურეკა და ჩურჩულით უთხრა – “მე შენ ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ, როგორც უწინ.”
თუმცა, ფრენკისთვის არც მესამე ქორწინება აღმოჩნდა იღბლიანი და მეოთხედაც დაქორწინდა. მან ცოლად მოდელი ბარბარა მარქსი შეირთო.

ამ პერიოდში ავა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, რადგან დამოკიდებული იყო ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე, რის შედეგადაც 2-ჯერ მიიღო გულის შეტევა. როცა ეს ამბები ფრენკმა შეიტყო, დაუყოვნებლივ წავიდა ავასთან და მასზე ზრუნავდა.

ავა გარდნერი 1967 წლის 22 იანვარს 67 წლის ასაკში პნევმონიის დიაგნოზით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან აღიარა – “ფრენკი ჩემთვის ყველაფერი იყო.”

როდესაც ფრენკმა ეს ამბავი გაიგო, მუხლებზე დაეცა და გაუთავებლად ტიროდა, ტიროდა ამოსუნთქვის გარეშე…

ავა გარდნერი ისეთი ლამაზი იყო, ფრენკს კი არა, ეშმაკსაც შეაცდენდა, მაგრამ ასეა – სხვის უბედურებაზე ბედნიერი ვერ იქნები!”

“არტინფო”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share