“ოცნება” ლეგიტიმური ხელისუფლება არ არის და ის ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებს – ევროპარლამენტარი

ეს (“ქართული ოცნება”) არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომას ვაიცმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

ტომას ვაიცი ოპოზიციური სპექტრის გაქრობის შესახებ ირაკლი კობახიძის მუქარასაც გამოეხმაურა და თქვა, “ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ“.

”იყო აქტიური გაყალბების მრავალი შემთხვევა, როგორც ეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა აღნიშნეს, ასევე, არჩევნების შედეგების მასიური მანიპულირება და ეს ყველაფერი ჩემთვის არალეგიტიმურ მთავრობას ნიშნავს, იმ სტანდარტებთან შედარებით, რაც ევროკავშირში გვაქვს. ვფიქრობ, ეს უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ. მკაფიოები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. (IPN).

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. როგორც “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერსსაქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩამოვა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share