შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან რესტორნები გარე სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ და მხოლოდ გატანის სერვისზე აღარ იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება შაბათ-კვირას სრული ლოქდაუნი, ხოლო საღამოს 7 საათის შემდეგ კვების ობიექტებისთვის ღია სივრცეში მუშაობა აკრძალული იქნება.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შეამსუბუქოს, რადგან ისინი გაუსაძლის პირობებში არიან.
“სიმწრის სიცილი მაქვს უკვე, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა, იმისთვის, რომ 15-ში გავიხსნათ, მე პირადად ხელახლა მიწევს სესხის აღება, რადგან ერთი წელია დაკეტილები ვართ, გახსნისთვის ძალიან ბევრი სახსრები და შრომაა საჭიროა. აბსოლუტური უაზრობაა, რომ შაბათ-კვირას არ მუშაობს, 7 საათზე უნდა დაიკეტოს, კომენდანტის საათი რჩება. ბარემ გვითხრან, რომ გაკოტრდით”, – ამბობს რესტორატროი, ქეთა ბაქრაძე.
პატარა ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ ვერ შეძლებენ მხოლოდ 7 მაგიდის გამო ობიექტი გახსნან, თანამშრომლები დაიქირაონ, გადასახადები გადაიხადონ თუ სხვა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვების მოხსნა და სამუშაო საათების გაზრდა არ განიხილება.