გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება – ხელოვანები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და მოლაქეები უწყეტ აქციებს აანონსებენ. ახლა ყველა ერთად შეკრების დროს და ადგილს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაირკვევა.
სიტუაცია არის უპირველეს ყოვლისა დაძაბული და მძიმე, იმიტომ რომ, აბსოლუტურად რუსეთის ხელში გადავყავართ ხელისფულებას და ეს აქციები, რამდენიმე წელია არის, ვებრძვით ხან რუსულ კანონს, ხან რა კანონს ვებრძვით და ეს პროტესტი არ გაჩერდება, რადგან ქართველი არასდროს მოხვდება რუსეთის ხახაში” – ამბობს რეჟისორი გიორგი ლიფონავა.