“ვარდების რევოლუციის 21 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ახალი რევოლუცია, ოღონდ ამჯერად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში….ეს არის აჯანყება რუსული კოლონიზაციის და ასევე სრული უძრაობის წინააღმდეგ”-სააკაშვილი

ვარდების რევოლუციის 21 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ახალი რევოლუცია, ოღონდ ამჯერად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის აჯანყება რუსული კოლონიზაციის და ასევე სრული უძრაობის წინააღმდეგ.
სანამ აფხაზები გარუსებას ებრძვიან, ჩემი შვილი ნიკუშა, რომელმაც ზაფხულში ფეხით შემოიარა მთელი საქართველო მიყვება, რომ რამდენიმე ადგილზე სადაც იყო, ძალიან არაკომფორტულად იგრძნო თავი, ვინაიდან მხოლოდ რუსული ისმოდა (ნიკუშამ იაპონური ისწავლა კარგად, თუმცა ცოცხალი თავით არ ისწავლა რუსული) და მითხრა, რომ ამ კონკრეტულ ადგილებში პრაქტიკულად არ იგრძნობოდა რომ ეს იყო საქართველო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share