Tesla-ს და SpaceX-ის დამაარსებელი, გამომგონებელი ილონ მასკი გეგმავს Tesla Roadster-ის გაუმჯობესებებული მეორე ვერსია მგრინავ მანქანად აქციოს. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.
“მინდა, რომ Roadster-მა ჰაერში იტივტივოს. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა რომ ის გაფრენილიყო ისე, რომ ადამიანები არ დახოცილიყვნენ. შესაძლებელია, რომ ის მიწას დაახლოებით ერთი მეტრით მოწყდეს. თუ ჩამოვარდებით მანქანას მხოლოდ საკიდარი მოძვრება, თქვენ კი ცოცხალი გადარჩებით”, – განაცხადა მასკმა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ სურს მომავალი Tesla Roadster, რომელსაც 2022 წელს გამოუშვებენ, არა მხოლოდ ჰაერში ტივტივებდეს, არამედ გაამრთულად დაფრინავდეს.