გურიის (ოზურგეთის) მაზრის გერბები მეფის რუსეთის ოკუპაციის პერიოდში

მეფის რუსეთის სენატის მიერ 1843 წლის 21 მაისს საქართველო-იმერეთის გუბერნიის სხვა მაზრებთან ერთად დამკიცდა – გურიის მაზრის გერბი. რომლის აღწერა შემდეგია: ფარის ზედა ნაწილი უკავია საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბის ნაწილს, ფარის ქვედა ნაწილზე ვერცხლისფერ ველზე გამოსახულია სახნისი და ზეთისხილის რტო, რომელზეც შემოხვეულია ვაზის რტო მტევნებით, როგორც უაღრესად მდიდარი ბუნების აღსანიშნავად.

სურათზე ბრძანება ე.წ. “უკაზი” გერბის დამტკიცების შესახებ.

1857 წელს შედგენილი იქნა ოზურგეთის გერბის პროექტი, რომელიც ოფიციალურად დამტკიცებული არ გახლდათ, გერბზე ასახულია: ოქროს ფერი ფარი, რომელზეც გამოსახულია მწვანე ხე სამი ოქროს ყურძნის მტევნით.

1843 წელი

მე-19 საუკუნის ბოლოს დამზადა ოზურგეთის განსხვავებული პროექტი, რომლის ფარის ზედან ნაწილი წარმოადგენს ქუთაისის გუბერნიის გერბს ოქროს საწმისის გამოსახულებით, ხოლო ფარის ქვემო ნაწილში გამოსახულია ვაზის რტო მტევნებით.

1857 წელი;

მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა ოფიციალური სახე ზემოხსნებულ გერბებს ყველა მათგანის მიხედვით რუსეთის იმპერიაში მზადდებოდა სუვენირული ნიშნები.

 

გერბი რომელიც დაამტკიცეს მე-19 საუკუნის ბოლოს

 

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share