“გააგონე ქალაქს შენი ხმა” – ხვალ, 23 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.
ევროპული მომავლის მცველები, თავდაპირველად, წერეთლის ძეგლთან შეიკრიბებიან, ხოლო 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
მეგობრებო, ხვალ, 13:00ზე ყველას გელოდებით წერეთლის ძეგლთან. კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქალაქს ჩვენი ხმა და გავაძლიეროთ მუხტი! შემდეგ 15:00-ზე კი შევუერთდებით შეკრებას თსუ-სთან!”, – წერენ ორგანიზატორები. ცნობისთვის, ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქართველი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ოპოზიციური სპექტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბება და აქციას გამართავს.